რატომ ტოვებს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თანამდებობას ? - კვირის პალიტრა

რატომ ტოვებს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თანამდებობას ?

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, თე­ო­ნა ჯა­ყე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. პოს­ტი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ მან გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტი, სა­დაც ეწე­რა, რომ ჯა­ყე­ლი პოსტს ტო­ვებ­და, რად­გა­ნაც მისი და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ხედ­ვე­ბი, მუ­ზე­უ­მის ინ­სტი­ტუ­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ზე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თე­ო­ნა ჯა­ყელმმა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც პო­სი­დან წას­ვლის მი­ზე­ზებს არ და­უ­ონ­კრე­ტე­ბია. მისი თქმით, შიდა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­მო­ტა­ნა და არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი" და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნია.

"პო­ზი­ცია დავ­ტო­ვე ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. არ ვა­პი­რებ ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას, მი­თუ­მე­ტეს და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია შიდა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­მო­ტა­ნა და არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი!

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩემს კო­ლე­გებს, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნდს და ახალ მე­ნე­ჯმენტს მუ­ზე­უ­მის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში", - წერს ჯა­ყე­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თე­ო­ნა ჯა­ყე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­ნიშ­ნა.

აგ­რეთ­ვე სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, "რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში", ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან არა­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლდა. სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­კი­თხზე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­სა­მარ­თლო­ში დავა მო­უ­გო.