"ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა და ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე... ასე გახდა ბუბა კიკაბიძე თოვლის ბაბუა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - კვირის პალიტრა

"ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა და ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე... ასე გახდა ბუბა კიკაბიძე თოვლის ბაბუა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნანუკა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ბუბა კი­კა­ბი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ აქამ­დე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"2022 წელი დგე­ბო­და, და­მი­რე­კა ბუ­ბას მე­გო­ბარ­მა და პრო­დი­უ­სერ­მა სოსო აბ­ზი­ა­ნი­ძემ. ბუბა თურ­მე პარ­ლა­მენ­ტში ხელ­ფასს არ იღებ­და შე­სა­ბა­მი­სად, ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩი­ნა რომ 30 ათა­სი ლა­რია მის ბა­ლანსზე და გა­და­წყვი­ტა ეს თან­ხა გა­და­ა­ნა­წი­ლოს ბავ­შვებ­ზე, რომ­ლებ­თა­ნაც თოვ­ლის ბა­ბუა არა­სო­დეს მი­სუ­ლა მთხო­ვეს სწო­რედ ასე­თი ბავ­შვე­ბის მო­ძებ­ნა და ასე გახ­და ბუბა კი­კა­ბი­ძე თოვ­ლის ბა­ბუა. თა­ვად ბუბა, ყო­ვე­ლი ახა­ლი წლის წინ, სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქარს ფეხ­საც­მელ­ში ეძებ­და." - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ში".

15 იან­ვარს, ქარ­თუ­ლი ესტრა­დი­სა და კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი, ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძე 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დიდ ქარ­თველ ხე­ლო­ვანს ხვალ, ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ. მა­ნამ­დე მისი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.