კიევის ოლქში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა - კვირის პალიტრა

კიევის ოლქში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა

კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ასევე, დაღუპულია დენის მონასტირსკის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული. აქედან 2 ბავშვია. მედიის ცნობით, დაღუპული 9 პირი ვერტმფრენში იმყოფებოდა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, 22 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქედან 10 ბავშვია.

IPN