"ხარკოვშია დაბადებული ეს ბიჭი, დედაჩემს სთხოვეს მისთვის ბინა დაეთმო..." - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს - კვირის პალიტრა

"ხარკოვშია დაბადებული ეს ბიჭი, დედაჩემს სთხოვეს მისთვის ბინა დაეთმო..." - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს

"კუ­რი­ე­რის" სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, რო­გორც გა­ირ­კვა, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე ბი­ნას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზე აქი­რა­ვებს.

თა­ვად მდგმურ­მა, გვა­რად პო­პოვ­მა, სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა..

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ფაქ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვად გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან სცა­დეს. ვა­შა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მათ ბი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი პირი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა, რო­გორც ის ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლია, კერ­ძოდ, ხარ­კოვ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი.

"ხარ­კოვ­ში და­ბა­დე­ბუ­ლია ეს ბიჭი. შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­და­ჩემს სთხო­ვეს მის­თვის ბინა და­ეთ­მო. დე­და­ჩემ­მა გა­და­ა­მოწ­მა, ნამ­დვი­ლად უკ­რა­ი­ნე­ლი იყო თუ არა და ბინა და­უთ­მო. თვი­თონ ეს ბიჭი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მე ხომ არ გე­უბ­ნე­ბით, რომ არ არის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე - მეთ­ქი" - გა­ნუ­ცხა­და ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლისტს.

ნახეთ ვიდეო