"მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ ... " - რა განაცხადა სასამართლოზე ვაკის პარკის ტრაგედიის თაობაზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ - კვირის პალიტრა

"მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ ... " - რა განაცხადა სასამართლოზე ვაკის პარკის ტრაგედიის თაობაზე დაკავებულმა ლაშა ფურცხვანიძემ

პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლევ, მეს­მის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებთ და ვერ შე­მი­ფარ­დებთ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნაა - და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩვენ­ნა­ი­რად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვით, შე­უც­ვა­ლეთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, - ამ სი­ტყვე­ბით ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა, კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა.

მა­ნამ­დე კი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რის მიერ ნათ­ქვამ სი­ტყვებს ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც მი­სი­ვე თქმით, შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია. ფურ­ცხვა­ნი­ძემ კი­თხვით მი­მარ­თა პრო­კუ­რორს, თუ რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­აჩ­ნია ბრალ­დე­ბას მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"უკვე მო­ვი­თხოვ, წარ­მო­ად­გი­ნოთ, რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­გაჩ­ნი­ათ. რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ "მა­ღა­ლი ძაბ­ვა“, ხომ არ მეშ­ლე­ბა? 220 და 380 ვოლ­ტი არ არის მა­ღა­ლი ძაბ­ვა. 360 ვოლ­ტი - ასე­თი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ვი­მე­ო­რებ, მე მეს­მის, რომ არ გაქვთ სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბას ითხოვთ, კე­თი­ლი ინე­ბეთ და წა­ი­კი­თხეთ და ისე გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, ძა­ლი­ან გთხოვთ. თქვენ თუ გინ­დათ, რომ უბ­რა­ლოდ მე ვიყო პა­ტიმ­რო­ბა­ში, მი­თხა­რით და ვიქ­ნე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში.უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ვი­გე და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი რა სა­ფუძ­ვლით უნდა იყ­ვნენ პა­ტიმ­რო­ბა­ში? პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლევ, მე მეს­მის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებთ და ვერ შე­მი­ფარ­დებთ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, მე ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნაა - და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩვენ­ნა­ი­რად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვით და ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, მე ღმერ­თის წი­ნა­შე ნამ­დვი­ლად არ ვარ დამ­ნა­შა­ვე, გთხოვთ, ამ ადა­მი­ა­ნებს შე­უც­ვა­ლეთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. მეტი არა­ფე­რი მინ­და“, - მი­მარ­თა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ მო­სა­მარ­თლეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში “ვა­კის პარკში” მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ედა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილს, მას ბრა­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია შპს "გრინ­სერ­ვის+“-ის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი - ბ.მ. და შპს "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ლ.ჭ. მათ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. "გრინ­სერ­ვის +“-ის კი­დევ ერთ თა­ნამ­შრო­მელს - დ.კ.-ს კი, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით ედე­ბა ბრა­ლი, რაც ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ასე­ვე, შპს "მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტო­რი - ნ.ქ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტო­რი - და­ვით თუ­შიშ­ვი­ლი. მათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრა­ლი ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.