"საქართველოს და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი - კვირის პალიტრა

"საქართველოს და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი

ვხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ლავროვის თქმითვე, ის ბედნიერია, რომ ხალხთაშორის პირად დონეზე კონტაქტები აქტიურად ვითარდება საქართველოსთან.

„მოხარული ვარ, ვნახო, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი პირად დონეზე აქტიურად ვითარდება. გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად რუსეთთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის გამო. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ”, - აღნიშნა ლავროვმა.

IPN