გიორგი ყუშიტაშვილის გზა რუსეთის კრივის ნაკრებიდან საქართველოში: დაპირისპირება რუს სამართალდამცავებთან და ტრაგედია ოჯახში
ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი, რომელიც რუსეთის ნაკრებიდან სამართალდამცავებთან კონფლიქტის გამო წამოვიდა, ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებას საქართველოს სახელით აპირებს.
როგორ მოხვდა გიორგი რუსეთში?გიორგი ყუშიტაშვილი 1995 წლის 17 ნოემბერს, გორში დაიბადა. 3 წლამდე ყუშიტაშვილები საქართველოში ცხოვრობდნენ, შემდეგ რუსეთში, კერძოდ კი ბურიატიაში გადავიდნენ.
"90-იანები რთული პერიოდი, გაჭირვება იყო. ადამიანებს, როგორც შეეძლოთ, ისე შოულობდნენ ფულს. ბევრი ქართველი მიდიოდა რუსეთში და სხვადასხვა რეგიონში სახლდებოდა. ჩვენი ოჯახიდან ჯერ მამა წავიდა. 2 წელიწადში კი ჩვენც გადავედით. მამა თავიდან ხეზე მუშაობდა, შემდეგ მესაქონლეობას მიჰყო ხელი. ახლა კარგად აქვს საქმე. 2500-მდე სული ჰყავს და საკმაოდ მსხვილი ფერმერია", - ამბობს მოკრივე.
გიორგი სპორტს ბაბუამ აზიარა - 6-7 წლის ასაკში ის კრივის სექციაზე ჩაწერა, თუმცა, როგორც თავად ყუშიტაშვილი ამბობს, ის კალათბურთით და ჭიდაობით უფრო იყო გატაცებული. მეტიც, თავდაპირველად, ჭიდაობაზე და კრივზე თანაბრად აქტიურად დადიოდა, ბოლოს მწვრთნელმა ულტიმატუმი წაუყენა - ან კრივი, ან ჭიდაობაო და გიორგიმაც კრივი აირჩია.
აღსანიშნავია, რომ გიორგის უფროსი ძმაც კრივით იყო გატაცებული, თუმცა თითები დაიზიანა და სპორტისთვის თავის დანებება მოუწია.
სკოლის პერიოდს ყუშიტაშვილი შემდეგნაირად იხსენებს:
"რთული ბავშვი ვიყავი, დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. არც ვსწავლობდი. ორი საგანი მიყვარდა მარტო - მათემატიკა და ფიზკულტურა. სხვა სკოლაში სცადეს ჩემი გადაყვანა, მაგრამ არცერთი არ მიღებდა.”
ოჯახური ტრაგედიაგიორგის უფროსი ძმა ილია უბედურ შემთხვევას შეეწირა. "ის მანქანას რეცხავდა, როცა დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. მამამ ის საქართველოში გადაასვენა და მის სახელზე ეკლესიაც ააშენა", - ამბობს გიორგი.
სკანდალი სამართალდამცავებთან2020 წლის 1 - ელ თებერვალს გიორგი, მეგობართან ერთად, ბარში იმყოფებოდა, საიდანაც ისინი ტაქსით სხვა უბანში წავიდნენ და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ, სადაც, პოლიციის მტკიცებით, თითქოს ნარკოტიკის ასაღებად მივიდნენ...
“ვიდექი ლიფტთან და დავინახე, რომ "როსგვარდიელები" მორბოდნენ, ისინი ვერ მხედავდნენ... დავუძახე მეგობარს, რომ მალე წამოსულიყო, არ ვიცოდი, რა ხდებოდა. პოლიციელებმა ჩემს წინ ჩაირბინეს და ჩემს მეგობარს მივარდნენ, სილა გააწნეს და აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ. მივედი და ვცადე სიტუაციის განმუხტვა, თუმცა ერთ-ერთმა იარაღი მომიშვირა და მითხრა, რომ ხელები მაღლა ამეწია. გავშეშდი და ხელები ავწიე, თუმცა ერთ-ერთმა ჯაჯგური დამიწყო. ვიგრძენი, რომ საფრთხე ახლოვდებოდა და უნდა მემოქმედა, ერთი-ორი მოვარტყი და ის დაეცა. ვიფიქრე, რომ მეორესაც მივცხებდი და გავიქცეოდით, თუმცა ამ მეორემ მეგობარს იარაღი დაუმიზნა და მეც გავჩერდი. დანარჩენი პოლიციელებიც მოვიდნენ და ხელბორკილი დამადეს, შემდეგ კი ცემა დამიწყეს. ვიჯექი და ისე მირტყამდა ერთ-ერთი. ვეუბნებოდი, გამიხსენით ხელები და ყველა მოდით, მარტო გეჩხუბებით - მეთქი, მაგრამ არ მისმენდნენ. საბოლოოდ, შიდაპატიმრობით გავთავისუფლდი. გააგრძელეთ კითხვა