"ეს სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა... აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი" - რას წერს ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს - კვირის პალიტრა

"ეს სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა... აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი" - რას წერს ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2" - ის ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვა­შა­ძე ბი­ნას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე აქი­რა­ვებს. მისი გან­ცხა­დე­ბით, ეს "სიც­რუე და ბინ­ძუ­რი პრო­პა­გან­დაა". რო­გორც ვა­შა­ძე წერს, მდგმუ­რი, რო­მელ­ზეც სი­უ­ჟეტ­ში იყო სა­უ­ბა­რი, უკ­რა­ი­ნე­ლია და არა რუსი. ვა­შა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა მის­მა ოჯახ­მა, რო­გორც დევ­ნი­ლი, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ შე­ი­ფა­რა.

"ბო­ლომ­დე ლუსტრი­რე­ბუ­ლი პრო­რუ­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან აა­ღელ­ვა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­მა, რო­მე­ლიც “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა” პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა და რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ვი­წყებთ. პო­ლი­ტი­კუ­რად გა­კოტ­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი მე­დია ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იყ­ვა­ნოს შეც­დო­მა­ში, თით­ქოს "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რემ ბინა რუ­სებს მი­ა­ქი­რა­ვა, რაც არის სიც­რუე და ბინ­ძუ­რი პრო­პა­გან­და!

სი­ნამ­დვი­ლე­ში, აღნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ უკ­რა­ი­ნე­ლი დევ­ნი­ლი, რო­მე­ლიც ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე შე­ი­ფა­რა გი­ორ­გი ვა­შა­ძის ოჯახ­მა ისე­ვე, რო­გორც ომის და­წყე­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში ზრუ­ნავ­და 15 უკ­რა­ი­ნელ დევ­ნილ ბავ­შვზე და დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­და უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თულ და უკ­რა­ი­ნულ ოჯა­ხებს, რისი რეკ­ლა­მი­რე­ბა და ამით თავ­მომ­წო­ნე­ო­ბა არას­დროს გვიც­დია. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ აჰ­ყვე­ბა ამ პრი­მი­ტი­ულ კამ­პა­ნი­ებს და ამის გამო უარს არ იტყვის ლა­ჩა­რი და მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის არა­ძა­ლა­დობ­რივ პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე! ძალა ერ­თო­ბა­შია! სა­ქარ­თვე­ლო გა­ი­მარ­ჯვებს!" - წერს ვა­შა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".