რა ქონება აქვს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში და რას წერდა უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის სახლებსა და იასკოს ორსულობაზე?
17 იანვარს ტელეკომპანია "იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანია, სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს კიევის ცენტრში (კუდრიავსკას ქუჩაზე) მდებარე ძვირადღირებული ბინა და თანხა 27 ათასი დოლარის ოდენობით გადაუფორმა. ინფორმაცია გიული ალასანიას არ დაუდასტურებია.
ლიზა იასკოს ორსულობა
ინფორმაცია ლიზა იასკოს ორსულობის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. 2022 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში, წერდნენ, რომ ლიზა ორსულად იყო მიხეილისგან, მაგრამ ქალს ფოტოებზე მუცელი ჯერჯერობით არ ეტყობოდა. უკრაინული მედია ასევე წერდა, რომ ელიზაბედ იასკო დაკავებულ სააკაშვილს მხარს უჭერდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სააკაშილს ქართველი მომღერლის სოფო ნიჟარაძისგან ქალიშვილი ჰყავს, სავარაუდოდ, იასკო ძალიან განაწყენებული იყო. მედია იასკოს კიეშვი იტალიურ რესტორანში შეხვდა და კითხვები დაუსვა.
"მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც უნდა გააკეთოს კომენტარი მსგავს თემაზე. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, თუ იყო, მის წარსულში იყო და მე საერთოდ არ მაინტერესებს, აბსოლუტურად არ აინტერესებს ინფორმაცია მიშას მრავალრიცხოვანი სიყვარულის ისტორიის შესახებ. თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება და სხვა ყველაფერი ჭორია" - ამბობდა იასკო.
მანამდე 2022 წლის 2 იანვარს, უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა კიდევ ერთი სტატია წყვილის შესახებ, მას შემდეგ, რაც ახალი წლის ღამეს, მიხეილ სააკაშვილმა ელის მარიას შესახებ პოსტი პირველად გამოაქვეყნა.
მაშინ მედია წერდა, გასულ ზაფხულს "სტრანამ" გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია "იდუმალი ქალი", რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.
"ასევე სახლში იყო მუქ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავდა სააკაშვილს. მიხეილის სამზარეულოში მყოფი გოგონა ძალიან ჰგავს ქართველ მომღერალს. მართლაც, სოფოს სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ზაფხულს ის და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ, პარკებსა და რესტორნებში სეირნობდნენ და სანაპიროზეც იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს სააკაშვილს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა იასკოსთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა და ლიზა წელიწადნახევარი-ორი წელია ერთად არიან" - წერია "სტრანას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
რა ქონება აქვს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში?
2016 წლის 30 ოქტომბერს interfax-ი მაშინდელი ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ქონების შესახებ წერდა. სტატიის მიხედვით, სააკაშვილი საქართველოში ფლობს მიწის ორ ნაკვეთს, ერთი 6820 კვადრატული მეტრი ფართობით და მეორე 500 კვადრატული მეტრი ფართობით. ასევე მის სახელზეა თბილისში არსებული კორპუსის ბინა, რომლის ფართობი 97 კვ.მ-ია.