"ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია" - რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ქალიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია" - რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ქალიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით პა­სუ­ხობს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მისი და ია­ზკოს ქა­ლიშ­ვილს კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა გა­და­უ­ფორ­მა.

კი­თხვა­ზე, მარ­თა­ლია თუ არა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სახ­ლი მა­საც აჩუ­ქა, ნი­ჟა­რა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლია.

"ახლა ამ კი­თხვის დროა? ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი უჩუ­ქე­ბია, ეს არის ტყუ­ი­ლი" - ამ­ბობს ნი­ჟა­რა­ზე "პოსტ ტვ"-სთან სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, 17 იან­ვარს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ტა­რი­უ­ლი თან­ხმო­ბით, გი­უ­ლი ალა­სა­ნია, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვილს, ჟას­მინ იას­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში (კუდ­რი­ავ­სკას ქუ­ჩა­ზე) მდე­ბა­რე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა და თან­ხა 27 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­და­უ­ფორ­მა. ინ­ფორ­მა­ცია გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ნი­ჟა­რა­ძე­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მა­თაც ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. ალი­სა სა­ა­კაშ­ვი­ლი 3 წლის წინ ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და.