"ეგ წესი მიშამ დანერგა, ინტრიგებს აგდებდა, რომ ერთმანეთში ეჩხუბათ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ეგ წესი მიშამ დანერგა, ინტრიგებს აგდებდა, რომ ერთმანეთში ეჩხუბათ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი - თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" შიდა სამზარეულოში მიმდინარე მწვავე პროცესებს და ამ ოპოზიციური პარტიის მიმართ მწვავე კრიტიკას არ იშურებს ხოლმე. ის ამჯერადაც აქვეყნებს მორიგ პოსტს:

"მეგობრებო, "ნაცმოძრაობაში" 2012 წლიდან დაპირისპირებებია, ახალი არაფერია. ახლა უბრალოდ მეტად თვალსაჩინოა.

უფრო ადრე გახდებდა თვალსაჩინო, და უფრო ადრე დაიშლებოდა ბიძინას რომ დევნა არ დაეწყო - დევნა კრავდა და აფერხებდა დაშლის პროცესს. ეგ წესი მიშამ დანერგა, ინტრიგებს აგდებდა, რომ ერთმანეთში ეჩხუბათ და შესარიგებლად და დასალაგებლად, მიშასთან ჩასულიყვნენ და იმას უპირობო ლიდერობა შეენარჩუნებინა.

თავად დამფუძნებელს არ ანაღვლებდა თავისი პარტია, თუ თვითონ არ იქნებოდა ბელადი და თქვენ რაში განაღვლებთ და რაზე ღელავთ, ვერ ვხვდები.

არაფერი გარდა ჯანსაღი, დემოკრატიული, ალტერნატიული ძალისა ამ სიმყრალეს არ გაანეიტრალებს.ჩვენი პრობლემაა რომ მცდელობის მიუხედავად, ჩვენივე ყოფილი თანაგუნდელების უნებისყოფობის და უხედვობის გამო ვერ შევქმენით. სანამ არ შევქმნით, სტატუს კვოში ვიფართხალებთ.

ამიტომ keep calm და სხვა პარტიები ეძებეთ სპექტრში.

ენმ-ისგან აღარაფერი გამოვა ცუდის გარდა.

ზომბია!

ზომბისგან რა უნდა გამოვიდეს?", - წერს ჩერგოლეიშვილი.