"რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი? აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - კვირის პალიტრა

"რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი? აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად. მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია.ნაციონალური მოძრაობა (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს.

პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის.

ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა.პარტიამ, ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს.ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამარჩევნებს.

მიუხედავად იმისა, რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან, რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება.

აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან", - წერს ჟორჟოლიანი.