"დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია სხვა პარტიაში არ წავა" - რას აცხადებს ანზორ მელია - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია სხვა პარტიაში არ წავა" - რას აცხადებს ანზორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია სხვა პოლიტიკურ პარტიაში არ წავა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, წავა თუ არა ნიკა მელია სხვა პარტიაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებს ვერ მოიგებს.

„არავინ იცნობს ნიკა მელიას ისე, როგორც მე ვიცნობ. მისთვის, გარდა კაცობისა, სიყვარულისა და ერთგულებისა, ყველაფერი ზედმეტია. მას თუ სურდა მოლაპარაკება სხვადასხვა პარტიასთან, აქ დასაძრახი რა არის? ერთობაა საჭირო. ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რომ გავიმარჯვოთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები, სხვა პარტიაში არ წავა", - განაცხადა ანზორ მელიამ.