"სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს" - კვირის პალიტრა

"სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს"

საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) - პროცედურული ასპექტის დარღვევას თუმცა არ დარღვეულა ამავე მუხლის არსებითი ასპექტი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლების ნათესავი, თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, გარდაიცვალა საავადმყოფოში, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, როდესაც, დაკავებისას, სავარაუდოდ, ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა“.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის მიხედვით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მიიჩნია რა ის აშკარად დაუსაბუთებლად“, - აღნიშნულია პრესრელიზში.