საქართველოს მთავრობას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ? - კვირის პალიტრა

საქართველოს მთავრობას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ?

საქ­მე­ზე „მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ერ­თხმად და­ად­გი­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და: ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) - პრო­ცე­დუ­რუ­ლი ას­პექ­ტის დარ­ღვე­ვას, თუმ­ცა არ დარ­ღვე­უ­ლა ამა­ვე მუხ­ლის არ­სე­ბი­თი ას­პექ­ტი, - ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „საქ­მე ეხე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, განმცხა­დებ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვი, თ.მ., რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო ე.წ. „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ში, გარ­და­იც­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს, რო­დე­საც, და­კა­ვე­ბი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბას ცდი­ლობ­და“.

"სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შე­ას­რუ­ლა ეფექ­ტუ­რი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა, მი­იჩ­ნია, რომ არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რათა გა­კეთ­დეს დას­კვნა, გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის მიღ­მა, რომ თ.მ. გარ­და­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­ცავს. გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მომ­ჩივ­ნე­ბის სა­ჩი­ვა­რი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მე-3 მუხ­ლის მი­ხედ­ვით (არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის აკ­რძალ­ვა), მი­იჩ­ნია რა ის აშ­კა­რად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრეს­რე­ლიზ­ში.

ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ საქ­მე­ზე, „მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­და­უ­ხა­დოს განმცხა­დებ­ლებს ერ­თობ­ლი­ვად 10 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად და 15 000 ევრო ხარ­ჯე­ბი­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, საქ­მე ეხე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას. „ერთ-ერთი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, განმცხა­დებ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვი, თ.მ., რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო ე.წ. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ში, გარ­და­იც­ვა­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს, რო­დე­საც, და­კა­ვე­ბი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყუმ­ბა­რის აფეთ­ქე­ბას ცდი­ლობ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

„სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შე­ას­რუ­ლა ეფექ­ტუ­რი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა, მი­იჩ­ნია, რომ არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რათა გა­კეთ­დეს დას­კვნა, გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის მიღ­მა, რომ თ.მ. გარ­და­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­ცავს. გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მომ­ჩივ­ნე­ბის სა­ჩი­ვა­რი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მე-3 მუხ­ლის მი­ხედ­ვით (არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის აკ­რძალ­ვა), მი­იჩ­ნია რა ის აშ­კა­რად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრეს­რე­ლიზ­ში.