"უკანასკნელი მეფაიტონე თბილისს დაემშვიდობა” - სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან გამოასვენეს - კვირის პალიტრა

"უკანასკნელი მეფაიტონე თბილისს დაემშვიდობა” - სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან გამოასვენეს

"უკა­ნას­კნე­ლი მე­ფა­ი­ტო­ნე ემ­შვი­დო­ბე­ბა თბი­ლისს”, ამ სიმ­ღე­რი­სა და უწყვე­ტი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის ფონ­ზე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ბუბა კი­კა­ბი­ძე უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ა­ცი­ლეს. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი - "ბუბა, ბუბა“.

პა­ნაშ­ვი­დი ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც დიდი ხე­ლო­ვა­ნის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ.

დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნი­დან. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ.

ბუბა კი­კა­ბი­ძეს ყვა­ვი­ლე­ბის გვირ­გვი­ნით პა­ტი­ვი მი­ა­გეს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ქარ­თველ­მა მე­ომ­რებ­მა.

პა­ნაშ­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ის­მო­და მომ­ღერ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, მათ შო­რის კი­ნო­ფილ­მი­დან “მი­მი­ნო”.

ბუბა კი­კა­ბი­ძეს მისი ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. ის კვი­რას 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ლე­გენ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის მი­სა­ბა­ძი იყო" - უკ­რა­ი­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ბუბა კი­კა­ბი­ძის პა­ნაშ­ვიდ­ზე ზე­ლენ­სკის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი წა­ი­კი­თხა

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი/„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნა­ხეთ ვი­დეო: