რას აცხადებენ ლავროვ-კობახიძის განცხადებების შემდეგ უკრაინის საგარეო უწყებაში? - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ ლავროვ-კობახიძის განცხადებების შემდეგ უკრაინის საგარეო უწყებაში?

თბი­ლი­სი და მოს­კო­ვი ცვლი­ან რე­ვე­რან­სებს რუ­სე­თის მიერ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­უს­ჯე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცი­ის ფონ­ზე. მი­ვიჩ­ნევთ, რომ მსგავ­სი პრო­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა არ მო­დის თან­ხვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის არ­სე­ბულ მე­გობ­რულ და სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კურსს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ , - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოლეგ ნი­კო­ლენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

ნი­კო­ლენ­კოს შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნი­სად­მი ქმე­დი­თი სო­ლი­და­რო­ბის არარ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი გა­ა­ნად­გუ­როს გე­ნო­ცი­დურ ომში - პო­ლი­ტი­კუ­რი მუხ­თლო­ბაა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის მომ­ხრეა. მან გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ქე­ბა­ზე სა­პა­სუ­ხოდ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, რომ ის არ უერ­თდე­ბა და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­თვის.

თბი­ლი­სი და მოს­კო­ვი ცვლი­ან რე­ვე­რან­სებს რუ­სე­თის მიერ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­უს­ჯე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცი­ის ფონ­ზე. მი­ვიჩ­ნევთ, რომ მსგავ­სი პრო­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა არ მო­დის თან­ხვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის არ­სე­ბულ მე­გობ­რულ და სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კურსს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ.

უკ­რა­ი­ნა ორი­ვე - რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო, ასე­ვე ხალ­ხის დო­ნე­ზე, ყო­ველ­თვის იდგა სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ხარ, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ის­ტო­რი­ის უბ­ნე­ლეს პე­რი­ოდ­ში.

უკ­რა­ი­ნი­სად­მი ქმე­დი­თი სო­ლი­და­რო­ბის არარ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი გა­ა­ნად­გუ­როს გე­ნო­ცი­დურ ომში - პო­ლი­ტი­კუ­რი მუხ­თლო­ბაა.

უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე და უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცია, არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში­ცაა“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა18 იან­ვარს, გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე შე­ა­ქო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა "ვაჟ­კა­ცო­ბის­თვის“, რომ და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არ უერ­თდე­ბა რუ­სე­თის მი­მართ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს. სერ­გეი ლავ­როვს კი­თხვა პრო­რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხის, "ალტ-ინ­ფოს“, ჟურ­ნა­ლის­ტმა და­უს­ვა, შე­კი­თხვა უკ­რა­ი­ნა­ში ომის კონ­ტექ­სტში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

ლავ­როვ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, - ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მალე პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას შევ­ძლებ­თო...

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხზე ილა­პა­რა­კა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

"ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და მათ ძა­ლი­ან გა­ურ­თუ­ლა 2019 წელს მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ფრე­ნე­ბი აღ­დგე­ბა, რა თქმა უნდა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ეს მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას, ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.