"შოკში ვარ. როცა ბავშვი გეკითხება: "დედა, როდის მოვკვდებითო", რა გინდა გააკეთო?" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ - კვირის პალიტრა

"შოკში ვარ. როცა ბავშვი გეკითხება: "დედა, როდის მოვკვდებითო", რა გინდა გააკეთო?" - საგარეჯოელები უმძიმეს ღამეს იხსენებენ

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მათ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, რამ­დე­ნი­მე კი დაჭ­რა, სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და.

"ამ კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ, შემ­თხვე­ვა ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­და. თავ­დამ­სხმელს ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მა ჰქონ­და თუ არა, არ ვიცი. შოკ­ში ვარ. როცა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გე­კი­თხე­ბა: „დედა, რო­დის მოვ­კვდე­ბი­თო“, ასეთ დროს, რა გინ­და გა­ა­კე­თო ადა­მი­ან­მა?

მე­ძი­ნა და სრო­ლის ხმამ გა­მაღ­ვი­ძა. მა­შინ­ვე ბავ­შვებს შევ­ხე­დე. ხუ­თწუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ის­რო­და. ფან­ჯა­რას­თან ვერ მივ­დი­ო­დი, ბო­ლოს ხოხ­ვით მი­ვე­დი და რომ გა­და­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე ბი­ჭე­ბი ძირს ეყარ­ნენ. ყვე­ლას ვიც­ნობ. {თავ­დამ­სხმე­ლი} სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და - ხან ერ­თზე გა­დი­ო­და, ხან მე­ო­რე­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლებს შო­რის ერთი გო­გოა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.