"საკუთარი შვილიც კი მძევლად ჰყოლია აყვანილი... ვინც თვალში მოხვდა, ყველას ესროდა" - ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა - კვირის პალიტრა

"საკუთარი შვილიც კი მძევლად ჰყოლია აყვანილი... ვინც თვალში მოხვდა, ყველას ესროდა" - ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

პირი, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯოს ცენ­ტრში ის­რო­და, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლია. შს მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით 49 წლის ათუ­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006-2021 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, 2021 წელს და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­შიც ნამ­ყო­ფია. რა მოხ­და არა­ვინ იცის“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­მე­ლა­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და.

ამას­თან, გო­მე­ლა­ურ­მა ვერ და­ა­კონ­კრე­ტა, რა მი­ზე­ზით და­ტო­ვა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.

"ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვაა, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯა­ხებს. გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, სა­ი­და­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, 1 არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. 5 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რი­ლია, სა­ი­და­ნაც ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა და ექი­მე­ბი ჯერ ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა დო­ნის სიმ­ძი­მეა. არ­ტე­რია აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არ ვი­ცით, გა­დარ­ჩე­ბა თუ ვერა. ღმერ­თმა ქნას გა­დარ­ჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და­ი­წყო სრო­ლა, სახ­ლში მის შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და (შვი­ლი სრულ­წლო­ვა­ნია). და­ი­წყო ჯერ ერთი მხრი­დან სრო­ლა და შემ­დეგ მე­ო­რე მხრი­დან და ბავ­შვმა და­ტო­ვა სახ­ლი. შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და მე­ო­რე მხრი­დან გახ­სნა ცე­ცხლი და და­იჭ­რა ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს და­ი­ღუ­პა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ათუ­აშ­ვილს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბა­საც გა­დი­ო­და.

"თავ­დამ­სხმელს ვინც თვალ­ში მოხ­ვდა, ყვე­ლას­თვის ია­რა­ღი მი­უშ­ვე­რია. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნია და მკურ­ნა­ლობ­და. სა­კუ­თა­რი შვი­ლი მძევ­ლად ჰყო­ლია აყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა სახ­ლი­დან გა­მო­პარ­ვა შეძ­ლო. შვი­ლის გარ­და სხვა ვინ­მეც თუ ჰყავ­და სახ­ლში, არ ვი­ცით“, - აცხა­დებს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი. გააგრძელეთ კითხვა