"სკოლაში ბაყაყს და რას აღარ მეძახდნენ. აღარც მახსოვს, ვინ არიან, მე ვახსოვარ, სამაგიეროდ..." - ვინ აბულინგებდა ალექსანდრა პაიჭაძეს და დაშორდა თუ არა დავით კოდუას? - კვირის პალიტრა

"სკოლაში ბაყაყს და რას აღარ მეძახდნენ. აღარც მახსოვს, ვინ არიან, მე ვახსოვარ, სამაგიეროდ..." - ვინ აბულინგებდა ალექსანდრა პაიჭაძეს და დაშორდა თუ არა დავით კოდუას?

მოდელმა და ტელეწამყვანმა, ორი შვილის დედამ ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, პირად თემებზეც.

ალექსანდრას ჰკითხეს, იყო თუ არა სკოლაში ბულინგის მსხვერპლი.

- კი, ბაყაყს და რას აღარ მეძახდნენ. აღარც მახსოვს, ვინ არიან, მე ვახსოვარ სამაგიეროდ, ბაყაყი თვალწინ ჰყავთ სულ. მადლობა ყველა ჰეითერს ოდითგანვე, - წერს ალექსანდრა.

ალექსანდრას ჰკითხეს, როგორ ინარჩუნებს ფორმას - მეორე შვილზე მშობიარობის შემდეგ მალევე ჩადგა ჩვეულ ფორმაში, გადაღებებიც გააგრძელა და ტელეწამყვანობაც.

გარდა იმისა, რომ აქტიურ ცხოვრებას ეწევა და ვარჯიშობს, ალექსანდრას თავისებური დიეტაც აქვს:

- არ ვჭამ იმაზე მეტს, ვიდრე მჭირდება. 3 კვირაა არ ვჭამ ცომეულს, ნამცხვრებს და გლუტენ-თავისუფალი ვარ. მგონი გამასხივოსნა ამ მიდგომამ... ვმოძრაობ ძალიან ბევრს, ვხარჯავ ენერგიას და იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ვიღებ. ვარ კლებაში...

ალექსანდრას გამომწერები ასევე დაინტერესდნენ გავრცელებული ხმებით მისი და დავით კოდუას დაშორების შესახებ.

- არა, მგონი პირიქით, უფრო "შევეთხლიშეთ" ერთმანეთს. წინააღმდეგობები მხოლოდ სასარგებლოდ მოქმედებს გიჟებზე...

(გააგრძელეთ კითხვა)