გამოკითხვაზე გადაიყვანეს დანაშაულის ჩამდენი პირის, ყოფილი სამხედროს შვილი - რა ხდება ამ დროისთვის საგარეჯოში, ტრაგედიის ადგილას - კვირის პალიტრა

გამოკითხვაზე გადაიყვანეს დანაშაულის ჩამდენი პირის, ყოფილი სამხედროს შვილი - რა ხდება ამ დროისთვის საგარეჯოში, ტრაგედიის ადგილას

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლი პი­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს შვი­ლიც.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გილ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას - კორ­პუს­ში, სა­ი­და­ნაც მო­ქა­ლა­ქე­ებს თავს და­ესხნენ, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ამ დრომ­დე ატა­რე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.