"უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც მენტალური სირთულეები სტანჯავთ, მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა" - რას წერს გიორგი კეკელიძე - კვირის პალიტრა

"უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც მენტალური სირთულეები სტანჯავთ, მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ის უსამ­ძიმ­რებს მსხვერ­პლთა ოჯა­ხებს და ასე­ვე სა­უბ­რობს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზე მას­თან ადა­მი­ა­ნებს და მათ შო­რის, ყო­ფილ სამ­ხედ­რო­საც უსა­უბ­რია.

"იცით ალ­ბათ, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი უმ­ძი­მეს დეპ­რე­სი­ას და შფოთვით აშ­ლი­ლო­ბას ვებ­რძო­დი. მას შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მეხ­მი­ა­ნე­ბა, რო­მელ­თაც წლე­ბია სხვა­დას­ხვა სა­ხის მენ­ტა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი ტან­ჯავთ.

ზო­გი­ერ­თამ­დე შუ­ა­ღა­მემ­დე მი­სა­უბ­რია, ჩემი სა­მოყ­ვა­რუ­ლო ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით რომ ვცდი­ლობ­დი დამ­შვი­დე­ბას და მერე ცხა­დია, ექიმ­თან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბას. მათ შო­რის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როც ყო­ფი­ლა და პოსტსტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი დიდ­წი­ლად ამ­გვა­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს აწ­ვა­ლებთ.

ერ­თია ფსი­ქი­ატ­რუ­ლი სფე­როს მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, მე­ო­რე - მა­ხინ­ჯი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ით ნა­კარ­ნა­ხე­ვი, უკბი­ლო ხუმ­რო­ბე­ბით ნა­პო­ლე­ო­ნად ქცე­ულ ადა­მი­ან­ზე, სოფ­ლის გი­ჟის ლე­გენ­დე­ბი და ფრა­ზე­ბად გა­მოთ­ლი­ლი გა­რიყ­ვა: "აზ­რე­ბი აწუ­ხებს".

დღე­საც, როცა ვინ­მეს გა­შა­ვე­ბა უნ­დათ, სრუ­ლი­ად ლი­ბე­რა­ლურ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ცი­ნი­კუ­რად ამ­ბო­ბენ: "ფსი­ქი­ატ­რი­ის სფე­როა". არა­და ფსი­ქი­ატ­რი­ის სფე­როა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი შფოთვე­ბით, უბ­რა­ლოდ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბელ კლი­ნი­კურ ჩა­რე­ვას მო­ი­თხოვს. როცა ეს სა­ში­ნე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ირ­ღვე­ვა, სფე­რო­საც იო­ლად მი­ე­ხე­დე­ბა. მე ვიქ­ნე­ბი ბრძო­ლა­ში ერთი რი­გი­თი ელჩი

.p.s. ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა ოჯა­ხებს", - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­რე­ჯო­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან მო­ქა­ლა­ქემ ცე­ცხლი გახ­სნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე თავი მო­იკ­ლა.