"ყოფილი სამხედროს დედა მონაზონია... დანებს აკეთებდა და მერე ყიდდა" - ათუაშვილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია გაწყვეტილი ჰქონდა"
ყოფილი სამხედროს - ნოდარ ათუაშვილის შესახებ მედიისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მისი მეზობლების განცხადებით, ათუაშვილი კონფლიქტური პიროვნება იყო და ძმასთან, გარდაცვლილ მამასთან და დედასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა.
"აქედან რაც წავიდა, ურთიერთობა აღარ მაქვს. არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. სახლში სანადირო დანებს აკეთებდა. ვიცი, რომ "მაკაროვი" ჰქონდა გაფორმებული და ავტომატური იარაღი თუ ჰქონდა, არ ვიცი".
"ჯარიდან წამოვედი, დანებს ვაკეთებ და ვყიდიო, სულ ჯარში იყო და იარაღი არ ექნებოდა? ექნებოდა რაღაც შემონახული. მგონი, ასე თქვა, ჯარიდან გამომიშვესო".
"ორჯერ იყო წასული ავღანეთში. დროებით მეზობლად ცხოვრობდა და მერე გადასახლდა საგარეჯოში. აქ გაიზარდა, დედა მონასტერშია მონაზვნად. გაჭირვება კი ჰქონდა, ბოლო დროს. ჯარიდან გამოუშვეს, ხელფასი აღარ ჰქონდა", - ამბობენ მეზობლები ათუაშვილზე საუბრისას.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. შს მინისტრის ინფორმაციით, 49 წლის ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ვიდეო: "ტვ პირველი"