"ოთო ერთხელ ვნახეთ... ისეთი ოქრო ბიჭი იყო, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ ვნახულობო" - რას წერენ მოკლულ პოლიციელზე? - კვირის პალიტრა

"ოთო ერთხელ ვნახეთ... ისეთი ოქრო ბიჭი იყო, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ ვნახულობო" - რას წერენ მოკლულ პოლიციელზე?

ო­ქა­ლა­ქე მაკო კომ­ლა­ძე სა­გა­რე­ჯო­ში მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, ოთარ ღვი­ნაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა იმ დროს მო­უ­წია, როცა ძაღ­ლი მო­უკ­ლეს.

"ოთო ერთხელ ვნა­ხეთ ზა­ფხულ­ში… ბე­ი­ლი რომ მო­მიკ­ლეს იმ ღა­მეს, სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცია მო­ვი­და, წაგ­ვიყ­ვა­ნეს მე, ბასა და მე­ზობ­ლე­ბი და გამ­თე­ნი­ამ­დე იქ ვი­ყა­ვით და­კი­თხვა­ზე. ისე­თი ოქრო ბიჭი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, დარ­დობ­და ოჯახს კვი­რა­ში ერთხელ თუ ვნა­ხუ­ლო­ბო…

სულ აქ ვარ სა­გა­რე­ჯო­შიო, მალე უნდა გა­და­ვი­დე თბი­ლის­შიო და უხა­რო­და, ორი შვი­ლი მყავს და ჩვენც გვყავს ძაღ­ლიო და ის რომ ვინ­მემ მო­მიკ­ლას, ხომ გა­ვაფ­რე­ნო. ისე თბი­ლად და­ვემ­შვი­დო­ბეთ ერ­თმა­ნეთს, ირაკ­ლიმ და ოთომ ნომ­რე­ბიც გაც­ვა­ლეს, ხელი ჩა­მო­არ­თვეს ერ­თმა­ნეთს და დღეს დი­ლას ოთოს ამ­ბავს ვი­გებ…. ისე ვბღა­ვი ისე …. სულ ის ღამე მახ­სენ­დე­ბა", - წერს მო­ქა­ლა­ქე.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­რად ათუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. ის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. წლე­ბის განმვლო­ბა­ში ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და სა­გა­რე­ჯოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი იმ დროს და­იჭ­რა, როცა იქვე მყოფ მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა.

"იო­ლის" მა­ღა­ზი­ას­თან გა­და­ე­ფა­რა მო­ქა­ლა­ქეს და გუ­ლის არე­ში მოხ­ვდა ტყვია. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­არ­ჩი­ნა" - ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ambebi.ge