"ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო... ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ და ყვიროდნენ... მაღაზიაში შესვლისთანავე ფეხში მომხვდა" - რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი პირი - კვირის პალიტრა

"ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო... ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ და ყვიროდნენ... მაღაზიაში შესვლისთანავე ფეხში მომხვდა" - რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი პირი

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას დაჭ­რი­ლი ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რია, მომ­ხდარს იხ­სე­ნებს. ის ქვე­და კი­დურ­შია დაჭ­რი­ლი და კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

"შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ბო­ლომ­დე მჯე­რო­და, რომ სიზ­მა­რი იყო, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რი იყო. უცებ ატყდა სრო­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­ბოდ­ნენ უმი­სა­მარ­თოდ, დარ­ბოდ­ნენ და ყვი­როდ­ნენ, რომ "და­ი­მა­ლეთ, და­წე­ქით!“. პირ­ვე­ლი, რაც მო­ვი­ფიქ­რე, იყო, რომ თავ­შე­სა­ფა­რი უნდა მო­მე­ძებ­ნა. შე­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში და შეს­ვლის მო­მენ­ტში­ვე მომ­ხვდა, რო­გორც ვიგ­რძე­ნი, ფეხი ამეწ­ვა და გას­რო­ლის ხმაც იყო და იმის მერე, შე­ნო­ბის უკა­ნა ნა­წილ­ში ვი­ყა­ვით გა­და­სუ­ლი, ვი­მა­ლე­ბო­დით. მა­ლე­ვე პო­ლი­ცია მო­ვი­და და რო­გორც გა­ირ­კვა, გარ­დაც­ვლი­ლია პო­ლი­ცი­ე­ლი, პირ­და­პირ ეს­რო­ლა და­მიზ­ნე­ბით. ასე ის­რო­და ყვე­ლას მი­მართ, არ ვიცი, რა ლო­გი­კით, იმი­ტომ, რომ მე პი­რა­დად მაგ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ­დი. ყვე­ლას ეს­რო­და, ვი­საც ხე­დავ­და, - ამ­ბობს მა­თი­აშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველ­თან".

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, სა­გა­რე­ჯო­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, და­ვით ნას­რა­ძე, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლებს - 5 ადა­მი­ა­ნი­დან, ოთხის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­დარ ათუ­აშ­ვილ­მა გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა. (წყარო)