"გაიცანით მეგობრებო! ეს ბიჭი მივიდა ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!" - რას წერენ საგარეჯოს ტრაგედიის კიდევ ერთ გმირზე? - კვირის პალიტრა

"გაიცანით მეგობრებო! ეს ბიჭი მივიდა ტყვიების წვიმაში და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!" - რას წერენ საგარეჯოს ტრაგედიის კიდევ ერთ გმირზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 20 იან­ვარს სა­გა­რე­ჯო­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, და­ვით ნას­რა­ძე, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლებს - 5 ადა­მი­ა­ნი­დან, ოთხის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­დარ ათუ­აშ­ვილ­მა გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

მომ­ხდარ ამ­ბავს დამ­ნა­შა­ვეს­თან ერ­თად ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი. მათ შო­რის არი­ან ექი­მე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრო­ლის მო­მენ­ტშიც კი დაჭ­რი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ. ერთი-ერთ ასე­თია გი­ორ­გი არიშ­ვი­ლი.

"გა­ი­ცა­ნით მე­გობ­რე­ბო!!! ეს ბიჭი მი­ვი­და ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში და სამი დაჭ­რი­ლი გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვდილს!!! ვა­მა­ყობ გიო შე­ნით!!! გმი­რი ხარ გმი­რი!!! უფალ­მა უმ­რავ­ლოს შენ­ნა­ი­რი ხალ­ხი სამ­შობ­ლოს" - წე­რენ გი­ორ­გის შე­სა­ხებ. (წყარო)