თელავში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თელავში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ კურდღელაურში მოხდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხიდიდან გადავარდა.

შედეგად ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე მამაკაცი და სხეულის დაზიანებები მიიღო მეორე მგზავრმა.