თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გარდაცვლილს სახის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.