ოჯახის მტკიცებით, თბილისში 22 წლის გოგოს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს - კვირის პალიტრა

ოჯახის მტკიცებით, თბილისში 22 წლის გოგოს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს

ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის გო­გოს ოპე­რა­ცი­ის დროს მუც­ლის ღრუ­ში მაკ­რა­ტე­ლი ჩა­უ­ტო­ვეს. გო­გო­ნას მე­უღ­ლის თქმით, ქალს ოპე­რა­ცია თბი­ლის­ში, მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინფო რუს­თა­ვი" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, 22 წლის გო­გოს მაკ­რა­ტე­ლი მუ­ცელ­ში 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ტკი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებ­და. შემ­დეგ კი ნიუ-ჰოს­პი­ტალ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ მუ­ცელ­ში მაკ­რა­ტე­ლი იყო.

მათი თქმით, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქალს ტკი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებ­და, თუმ­ცა მი­ზე­ზის დად­გე­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ დღეს, ნიუ ჰოს­პი­ტალსში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა.

"ინფო რუს­თა­ვი" კო­მენ­ტა­რის­თვის მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ამ წუ­თებ­ში გო­გო­ნას ოპე­რა­ცია ნამ­დვი­ლად უტარ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ-ჯე­რო­ბით და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი მათი მხრი­დან არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა.