"მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ გმირი უწოდეს... ძალიან მომინდა პოლიციელობა, მინდა მამამაც იამაყოს ჩემით" - ინტერვიუ საგარეჯოში გმირულად დაღუპული პოლიციელის შვილებთან - კვირის პალიტრა

"მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ გმირი უწოდეს... ძალიან მომინდა პოლიციელობა, მინდა მამამაც იამაყოს ჩემით" - ინტერვიუ საგარეჯოში გმირულად დაღუპული პოლიციელის შვილებთან

ნათ­ლის­ღე­ბას მომ­ხდარ­მა უმ­ძი­მეს­მა ამ­ბავ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში მოხ­და, მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, და­ვით ნას­რა­ძე, ზაზა ჩიხ­ლა­ძე, ზაქ­რო მა­თი­აშ­ვი­ლი, ნო­დარ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლებს - 5 ადა­მი­ა­ნი­დან, ოთხის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო ერთი, 21 წლის ბიჭი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­დარ ათუ­აშ­ვილ­მა გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი მო­იკ­ლა.

მომ­ხდარ ამ­ბავს დამ­ნა­შა­ვეს­თან ერ­თად ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი. მათ შო­რის არის პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სხვი­სი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი "იო­ლის" მა­ღა­ზი­ას­თან მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა, რა დრო­საც ტყვია გულ­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

სა­მარ­თალ­დამ­ცველს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ოთა­რის ცოლ-შვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვად კი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უმე­ტე­სად სა­გა­რე­ჯო­ში იყო. ის სა­გა­რე­ჯოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ოჯახ­თან სი­შო­რე­ზე წუხ­და.

AMBEBI.GE გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლის შვი­ლებს, ანას (11 წლის) და გი­გას (12 წლის) ესა­უბ­რა:

ანა ღვი­ნაშ­ვი­ლი:

"ვა­ზი­სუ­ბან­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ სა­გა­რე­ჯოს­თან კავ­ში­რი გვაქვს - მა­მას სო­ფე­ლია ჩა­ი­ლუ­რი, სა­დაც ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და სი­ა­რუ­ლი. მა­მამ ერთი წე­ლია, რაც სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მა­ნამ­დე თბი­ლის­ში იყო. ის მთლი­ა­ნად სამ­სა­ხურ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და ოჯა­ხის­თვი­საც, ჩვენ­თვი­საც გა­მო­ე­ნა­ხა დრო, სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ეკ­ლო, მო­უც­ლე­ლო­ბას არ გვაგ­რძნო­ბი­ნებ­და. მე 11 წლის ვარ, გიგა - 12-ის. მა­მამ მარ­ტო დაგვტო­ვა, მაგ­რამ ის მა­ი­მე­დებს, რომ მას გმი­რი უწო­დეს, ყო­ველ­თვის უნ­დო­და გმი­რი­ვით და­ღუ­პუ­ლი­ყო და არა ლაჩ­რუ­ლად. არ ვიცი, დე­ტა­ლე­ბი, რო­გორ და­ი­ღუ­პა. იმ ღა­მით, როცა ჩვენ­თან ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, მა­შინ გა­ვი­გეთ, მამა აღარ იყო.

ყო­ველ დი­ლით თბი­ლი­სი­დან მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტა­დაც უყ­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, იმ დი­ლით მე და ჩემს ძმას არ გვი­ნა­ხავს, ბე­ბია-პა­პას­თან ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი მამა იყო, მის სამ­სა­ხურს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ... ცდი­ლობ­და, მისი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ­თვის არ მო­ეხ­ვია და ჩვე­ნი ჭკუ­ის გამ­ხდა­რი­ყო, ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი­ვით გვექ­ცე­ო­და, ხა­სი­ათს გვი­წყობ­და. მა­მაც მა­მით ობო­ლი იყო და ბიძა მა­მა­სა­ვით ჰყავ­და, ამ­ბობ­და, ჩემი მე­ო­რე მა­მა­აო. მა­მას მა­მი­კოც გმი­რი იყო, ომში და­ი­ღუ­პა, მა­შინ 4-5 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით მე და ჩემი ძმა. (გააგრძელეთ კითხვა)