ბარსელონაში დაკავებული მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ციხეში გადაიყვანეს - რას აცხადებს სპორტსმენის მეუღლე?
ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვესი ბარსელონაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბარსელონას ყოფილი მცველი და მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ბრალდებებს უარყოფს.
პარასკევს, ბარსელონას სასამართლომ ალვესი გამოძიების დასრულებამდე დააკავა, გირაოს გადახდის შესაძლებლობის გარეშე. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბრაზილიელს გაქცევა შეეძლო.
მექსიკურმა კლუბმა, რომელშიც ახლა იუვენტუსის და პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ უკვე გამოაცხადა.
რა მოხდა?
39 წლის ფეხბურთელი პარასკევს დააკავეს. მანამდე კი, 2 იანვარს ქალი პოლიციას დაუკავშირდა და ალვეში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ესპანეთში სექსუალური ძალადობის ბრალდება საკმაოდ ფართოდ არის განმარტებული - არასასურველი შევიწროებიდან გაუპატიურებამდე.
პოლიცია დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ Agence France-Presse-ს განუცხადა, რომ ალვესს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.
ქალმა, რომლის ინდეტიფიცირებასაც მედია არ ახდენს, ბრალდება სასამართლოს წინაშე პარასკევს გაიმეორა, დასძენს წყარო.
ესპანური მედიის ცნობით, სავარაუდო ინციდენტი ბარსელონას ღამის კლუბში 31 დეკემბერს ღამით მოხდა. გაზეთი ABC წერს, რომ ალვეში, სავარაუდოდ, ცეკვის დროს ქალს საცვლებზე შეეხო, შემდეგ კი მისი თანხმობის გარეშე, საპირფარეშოში გაჰყვა. (გააგრძელეთ კითხვა)