"დედას კაბაში" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს
მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გოგონა, ელის-მარიას კადრები სოციალურ ქსელში იშვითად ქვეყნდება. ამჯერად სოფო ნიჟარაძემ შვილის ფოტო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, პატარას დედის კაბა აცვია.
"დედას კაბაში" - წერს მომღერალი შვილის ფოტოზე.