"არ ვიცი როგორ აღვწერო ორსულობა, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ერთნაირად ცემს" - რას წერს მომღერალი ნათია თოდუა?
მომღერალმა ნათია თოდუამ და მისმა რჩეულმა დავით ზურაბიშვილმა გასულ წელს იქორწინეს. როგორც ნათიას ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, წყვილი პატარას მოლოდინშია.
"არ ვიცი როგორ აღვწერო ორსულობა, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ერთნაირად ცემს" ... ეს ჯადოსნურია" წერს მომღერალი და დასძენს, რომ ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, მეუღლემ გადაუღო.
"მე და ნათიამ საერთო სამეგობროდან გავიცანით ერთმანეთი, თბილისში ორივე ერთ-ერთ გადაღებაზე ვიყავით. პირველივე დღეს, ვნახე თუ არა, დავმეგობრდით. ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი ნათიას შესახებ, მაგრამ მასზე დიდი ინფორმაცია არ მქონდა. საერთოდ, საქართველოში ნაკლები ინფორმაცია აქვთ ხოლმე უცხოეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსებზე. ჩვენი გაცნობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი“ მიმდინარეობდა. მოკლედ, იმის მერე, როცა საერთო წრეში ვხვდებოდით, მისი სახლში გაცილება მე მიწევდა, თან, აღმოჩნდა, რომ მისი მშობლები ჩემთან ახლოს ცხოვრობენ. ისეთი დამეგობრებულ-დაძმაკაცებულები ვიყავით, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა. ეს იყო ძალიან მაგარი, სუფთა, გიჟური, სათავგადასავლო მეგობრობა. ნათია თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, ბერლინში ჩასვლა მეც მიწევდა. ჩემი ფავორიტი ქალაქია. ნათიას გაცნობამდეც ხშირად ჩავდიოდი და იქაური ატმოსფერო მომწონდა. სიმბოლურია, რომ ამ საყვარელ ქალაქში მიწევს დღეს ცხოვრება. როცა რაღაც გიყვარს, ალბათ სამყაროც მისკენ გიზიდავს..." - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში დავით ზურაბიშვილმა.