“დიაგნოზია გაფანტული სკლეროზი, მთავარია ანთებითი პროცესები ტვინზე... “ - ნუკა კვალიაშვილის გულახდილი ინტერვიუ დედის დიაგნოზისა და ბინის დაკარგვის შესახებ - კვირის პალიტრა

“დიაგნოზია გაფანტული სკლეროზი, მთავარია ანთებითი პროცესები ტვინზე... “ - ნუკა კვალიაშვილის გულახდილი ინტერვიუ დედის დიაგნოზისა და ბინის დაკარგვის შესახებ

მომღერალ ეკა კვალიაშვილის შვილმა, ნუკა კვალიაშვილმა გადაცემა "სთორიში" დედის დიაგნოზსა და ბინის დაკარგვის შესახებ ისაუბრა.

“ეს პრობლემა არ იკურნება. ეს არ არის ისეთი დაავადება, რომელსაც ქიმიოთერაპიით ჩაახშობ. ეს არის გაფანტული სკლეროზი. ეს არ არის კავშირში მეხსიერებასთან, არის ანთებითი პროცესები ტვინზე, რაც შემდეგ გადაეცემა ყველა ორგანოს. აქვს ტკივილები. მჯერა და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დედას დიაგნოზია გაფანტული სკლეროზი, მაგრამ ეს არ არის ზურგის ტვინზე.

დედა ქართულ საზოგადოებაზე არ არის ნაწყენი. საზოგადოებას მე ვეძახი განვითარებულ ხალხს. დატოვა ქვეყანა, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება უკან თავის სახლში“ - აღნიშნავს ნუკა კვალიაშვილი.

ვიდეო: თათია შარანგიას საავტორო გადაცემა “სთორი“