"ქვრივების ქალაქი" ინდოეთში - როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ - კვირის პალიტრა

"ქვრივების ქალაქი" ინდოეთში - როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ

დაქვრი­ვე­ბა, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია. ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ნა­წი­ლის­თვის ეს არის მხარ­დამ­ჭერ­თან, ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო თა­ნამ­გზავ­რთან გან­შო­რე­ბა, ხოლო ინ­დო­ეთ­ში - მე­უღ­ლის სიკ­ვდი­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის და­კარ­გვას ნიშ­ნავს. ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ქა­ლებს, დაქვრი­ვე­ბის შემ­დეგ, უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და დევ­ნი­ან. მათ რი­ყა­ვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი შორ­დე­ბი­ან, სა­კუ­თარ შვი­ლებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ დაქვრი­ვე­ბუ­ლი დედა სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვონ.

ინ­დო­ე­თის ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქვრი­ვე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფილ­ნი და შერ­ცხვე­ნილ­ნი არი­ან, რად­გან ქმა­რი ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს და ოჯახ­ში მათი ად­გი­ლი აღა­რაა. ამ­გვა­რი გა­გე­ბა ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს და დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

ქა­ლე­ბი, ხში­რად მო­ხუ­ცე­ბი და და­უძ­ლუ­რე­ბულ­ნი, ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან სა­არ­სე­ბო წყა­როს გა­რე­შე. დაქვრი­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდა ინ­დო­ელ ქა­ლებს ზოგ­ჯერ ახ­ლობ­ლე­ბი სახ­ლში აბ­რუ­ნე­ბენ, მაგ­რამ უფ­როს თა­ო­ბას წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვს.

ამი­ტომ, ათა­სო­ბით ქალი მი­დის წმინ­და ქა­ლაქ ვრინ­და­ვან­ში, რო­მე­ლიც დღეს ცნო­ბი­ლია რო­გორც "ქვრივ­თა ქა­ლა­ქი." მათ სჯე­რათ, რომ ვრინ­და­ვა­ნი ოდეს­ღაც კრიშ­ნას საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი იყო და ამ ქა­ლაქ­ში და­ღუ­პუ­ლი ქვრი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა "სირ­ცხვი­ლის­გან“ და მო­მა­ვალ­ში "იგი­ვეს აღარ გა­ი­მე­ო­რებს."

ვრინ­და­ვა­ნი მდი­ნა­რე ია­მუ­ნას ნა­პი­რას, უტარ-პრა­დე­შის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, აქ ღვთა­ე­ბა კრიშ­ნამ ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი გა­ა­ტა­რა. ქა­ლაქ­ში ასო­ბით ტა­ძა­რია. ვრინ­და­ვა­ნი ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც "ქვრი­ვე­ბის ქა­ლა­ქი," იქ მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ქვრი­ვის გამო, რომ­ლე­ბიც თავ­შე­სა­ფარს ეძე­ბენ. ინ­დუ­ის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ქვრი­ვებ­მა არ შე­იძ­ლე­ბა იქორ­წი­ნონ, მათ დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი სუ­ლი­ერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უნდა და­უთ­მონ. ტაძ­რებ­ში ბჰა­ჯა­ნე­ბის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის სიმ­ღე­რის სა­ნაც­ვლოდ, ქა­ლებს აპუ­რე­ბენ და ცო­ტა­ო­დენ ფულ­საც აძ­ლე­ვენ, რათა გა­დარ­ჩნენ.

რე­ა­ლუ­რად კი, ქა­ლებს სჯე­რათ, რომ ვრინ­და­ვან­ში მათ სულ სხვა ცხოვ­რე­ბა ელო­დე­ბათ. მხო­ლოდ იქ ჩას­ვლის შემ­დეგ ხვდე­ბი­ან, რომ ეს მხო­ლოდ ილუ­ზი­აა. ფუ­ლი­სა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის გა­რე­შე ისი­ნი ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან. ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს ხუ­თამ­დე თავ­შე­სა­ფა­რი ქვრი­ვი ქა­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ მათი რი­ცხვი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. ბოლო კვლე­ვე­ბით, ვრინ­და­ვა­ნი 5-10 ათასმდე ქვრი­ვის სახ­ლი გახ­და. (გააგრძელეთ კითხვა)