"გერმანია და საფრანგეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება" - კვირის პალიტრა

"გერმანია და საფრანგეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება"

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, „ვიდრე საჭირო იქნება" რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთში ვიზიტისას.

"ერთად, როგორც ევროპელებმა, დავიცვათ ჩვენი, ევროპული მშვიდობის პროექტი", - განაცხადა შოლცმა.

პარიზში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ორ ევროპულ ქვეყანას შორის მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ოფიციალური პარიზი და ბერლინი ცდილობენ, უთანხმოება გადალახონ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.