"მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობაზე ხელისუფლების უარი ნამდვილად სამარცხვინოა - ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ" - კარლ ბილდტი - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობაზე ხელისუფლების უარი ნამდვილად სამარცხვინოა - ევროკავშირმა და აშშ-მა თბილისზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ" - კარლ ბილდტი

საქართველოს რეჟიმის უარი მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობაზე საზღვარგარეთ ნამდვილად სამარცხვინოა, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი „ტვიტერზე“ წერს.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

„ვეთანხმები ანე აპლბაუმს, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა თბილისში ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ“, - წერს კარლ ბილდტი.

მანამდე, ამერიკელმა ჟურნალისტმა ანე აპლბაუმმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სააკაშვილი „არ იმსახურებს ნელ სიკვდილს და დროა, აშშ-მა და ევროპულმა დიპლომატიამ გაათავისუფლოს ის“.

IPN