"სააკაშვილის ოჯახის წევრებს საჭმლის ის კალორაჟიც კი არ მოაქვთ, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო" - "ვივამედის" დირექტორი - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ოჯახის წევრებს საჭმლის ის კალორაჟიც კი არ მოაქვთ, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო" - "ვივამედის" დირექტორი

"ვი­ვა­მე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო ნა­დი­რა­ძემ აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თა­დერ­თი, რაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, არის წონა.

ამის შე­სა­ხებ ნა­დი­რა­ძემ "იმე­დის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

რო­გორც ნა­დი­რა­ძე აცხა­დებს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს მას­თან საკ­ვე­ბის ის კა­ლო­რა­ჟი არ მი­აქვთ, რაც მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო.

"კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ნიშ­ნავს, რო­დე­საც პა­ცი­ენტს კრი­ტი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს - ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და ა.შ. ჩვენ არც კრი­ტი­კუ­ლი, არც სუბკ­რი­ტი­კუ­ლი არ გვაქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც ყუ­რადსა­ღე­ბია, ეს არის წონა, მაგ­რამ ჩვენ ამ წო­ნას ვე­რას­დროს და­ვი­ჭერთ, რად­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჩვე­ნი ხვეწ­ნა-მუ­და­რაც, რომ თუნ­დაც საჭ­მლის ის კა­ლო­რა­ჟი, რაც არის სა­ჭი­რო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, რომ მო­ი­ტა­ნონ ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ის კა­ლო­რა­ჟიც კი არ მო­აქვთ. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ",- გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მი­ტა­ნი­ლი საკ­ვე­ბი არის "ძა­ლი­ან მწი­რი", რო­მე­ლიც არ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ტა­ნო, რო­დე­საც "ადა­მი­ა­ნი ასე ცუ­დად იკ­ვე­ბე­ბა."

"მის­თვის სა­ჭი­როა, რაც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვე­ბი - კარ­გი სუ­ნით, კარ­გი გე­მო­თი. მა­ღა­ზი­ის მზა საკ­ვე­ბი არ უნდა მო­ი­ტა­ნო ამ დროს, ხომ? მე ნამ­დვი­ლად ვიცი, როცა მას­თან გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი მო­უ­ტა­ნი­ათ, მას მი­ურ­თმე­ვია გემ­რი­ე­ლად. და­ვი­წუ­წუ­ნებ... არ მჩვე­ვია წუ­წუ­ნი, მაგ­რამ...არ შე­იძ­ლე­ბა, როცა იცი, რომ მეტ­წი­ლად კვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა. 1000 კა­ლო­რია მა­ინც მო­ი­ტა­ნე. 500 - 600 - 700 კა­ლო­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვე­ბით, რა თქმა უნდა, წო­ნა­ში კლე­ბა იქ­ნე­ბა და ამას ჩვენ ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით", - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

ნა­დი­რა­ძის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ღე­ბულ საკ­ვებს ით­ვი­სებს და "ეგებ რამე გემ­რი­ე­ლი მო­ი­ტა­ნონ".

კი­თხვა­ზე, "ოჯა­ხი ხელს არ გი­წყობთ?", "ვი­ვა­მე­დის" დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხობს:

"არა­ვის ხელს არ და­ვა­დებ, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ითხოვს, მკურ­ნა­ლი ექი­მი ითხოვს, რომ ცოტა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვე­ბი მო­ი­ტა­ნონ, მა­დის აღ­მძვრე­ლი სუ­ნე­ბით, კარ­გი",- გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ამ დროს "მა­ღა­ზი­ის ცივი საკ­ვე­ბი მო­აქვთ".

ნა­დი­რა­ძის თქმით, ვერ იტყვის, რომ "დე­დას არ უნდა შვილ­მა კარ­გად ჭა­მოს", უბ­რა­ლოდ, ფაქ­ტზე სა­უბ­რობს.