3 ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში - კვირის პალიტრა

3 ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში

ქართული ლიტერატურა ყოველთვის მდიდარი იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, ბრძენი თუ მამაცი პერსონაჟებით, თუმცა პროტაგონისტის დადებითი თვისებები ყველაზე კარგად ანტაგონისტის ფონზე იჩენს თავს.

ბოროტმოქმედი, მტერი, მოწინააღმდეგე - მსგავსი პერსონაჟის დახასიათება უამრავი სიტყვით შეიძლება, მაგრამ ფაქტი ერთია - ლიტერატურულ ნაწარმოებში ანტაგონისტის გარეშე პროტაგონისტის მნიშვნელობაც იკარგება.

ქართული მწერლობა საკმაოდ მდიდარია უარყოფითი პერსონაჟებით, რომლებმაც მიუხედავად მათი არასახარბიელო თვისებებისა, ლიტერატურაში დაუვიწყარი სახეები შექმნეს.

უარყოფითი პეროსნაჟების შექმნის ნამდვილად უბადლო ოსტატი იყო მიხეილ ჯავახიშვილი. მის ერთი შეხედვით კეთილი და მამაცი, სინამდვილეში კი ცბიერი და ლაჩარი გმირები ქართული მხარვრული ლიტერატურის განუყოფელ ნაწლად იქცნენ.

ჯავახიშვილმა ალბათ ყველაზე კარგად შეძლო საქართველოს მძიმე პოლიტიკურ-კულტურული მოვლენებიდან აღმოცენებული, ყველაფერზე წამსვლელი მზაკვარი და მედროვე პერსონაჟების მხატვრული სახის დახატვა.

სტატიაში სწორედ მიხეილ ჯავახისვილის 3 ყველაზე ცბიერ და უარყოფით პერსონაჟზე ვისაუბრებთ.

კვაჭი კვაჭანტირაძე

javaxishvili-1-1674460337.jpg

მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მთავარი გმირია, რომლის რეალურ სახეს საუკეთესოდ აღწერს სიტყვა - ავანტიურისტი.

მკითხველი კვაჭის დაბადებიდან მის უკანასკნელ დღემდე თვალს ადევნებს ამ პერსონაჯის ინტრიგებითა სავსე ცხოვრებას. რომანის მსვლელობისას პერსონაჟის ხასიათი ოდნავადაც არ იცვლება, სამაგიეროდ იზრდება მისი მლიქვნელობის, მაქინაციების, ძარცვის, მითვისების ნიჭი.

კვაჭის მხატვრულ სახეს უფრო რეალურს ხდის ის ფაქტი, რომ გერონტი ქიქოძის აზრით, მისი პროტოტიპი ქართველი ფინანსისტი და ავანტიურისტი ვასილ დუმბაძე იყო.

დამპატიჟე

ზარმაცი, უქნარა და ცუღლუტი - ოქროპირი, მეტსახელად „დამპატიჟე“ მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი გმირია.

დამპატიჯე რეალურად დაუპატიჟებელი სტუმარია, რომელიც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაუკითხავად ჩაუსახლდება მშრომელ გლეხ თევდორეს. ამასაც არ იკმარებს და ქალიშვილს შეუცდენს, საბოლოოდ კი თევდორესთან დამოყვრებით მისი მთელი ქონების ბატონ-პატრონი გახდება.

თავისი თვისებებით, საქციელებით, სხვის ქონებაზე ხელის შეთბობის სიყვარულით ჯაყოსაც კი მოგვაგონებს, რადგან ჯაყოს მსგავსად ისიც რევოლუციის წარმონაქმნი პერსონაჟია, მაგრამ ჯავახიშვილს დამპატიჟე უფრო რბილი ფორმით ყავს ნაწარმოებში წარმოჩენილი - თუკი ჯაყო უკვე მყარად ფესვგადგმული რეჟიმია, დამპატიჟე რევოლუციის საწყის ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

ჯაყო ჯივაშვილი

javaxishvili-2-1674460527.jpg

ავთო მახარაძე და ნოდარ მგალობლიშვილი სატელევიზიო სპექტაკლიდან „ჯაყოს ხიზნები“ (რეჟ.: თემურ ჩხეიძე)

ქართულ ლიტერატურაში არაადამიანობის მწვერვალი და უარყოფითი პერსონაჟების უპირობო ლიდერი სწორედ ჯაყოა. მისი პერსონაჟიც ხომ მითოსური დევის ტიპაჟია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართული ეპოსის მთავარ ბოროტმოქმედად რჩებოდა. „ჯაყოს პერსონაჟს 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული იმ დროს სისხლში მქონდა ამოვლებული. ჯაყო გმინვაა ცემი სულისა,“ - წერდა მიხეილ ჯავახიშვილი საკუთარ პერსონაჟზე.

ჯაყოს სახით მიხეილ ჯავახიშვილმა ლიტერატურაში ისეთი კაცის სახე შექმნა, რომელმაც მედროვეობით და ძალადობით ქართველი კაცის რწმენის საბოლოო დამარცხება შეძლო.

„ჯაყოს ხიზნები“ დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და ალბათ არც არასოდეს დაკარგავს. ზოგადად, მიხეილ ჯავახიშვილი არის ის მწერალი, რომლის შემოქმედებასაც მუდმივად ჰყავს დიდი რაოდენობით მკითხველი. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ ფარგლებში მკითხველმა პირველ ავტორად სწორედ მიხეილ ჯავახიშვილი აირჩია.

javaxishvili-3-1674460572.jpg

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვიდა „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და „არსენა მარაბდელი“. 23 იანვრიდან კი მესამე ტომი გამოდის, რომელშიც ორი რომანი გაერთიანდა: „ჯაყოს ხიზნები“ და „გივი შადური“. წიგნის შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად იქნება შესაძლებელი. ახალი ტომები თვეში ერთხელ გამოვა. პროექტის ფარგლებში კიდევ გამოიცემა და განსაკუთრებულ ფასად გაიყიდება:

· მეოთხე ტომი - მოთხრობები, წერილები

· მეხუთე ტომი "თეთრი საყელო" და სხვა მოთხრობები.

სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და "ბიბლუსის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე შესაძლებელია წიგნის სატელეფონო ცენტრისა და ვებგვერდის საშუალებით გამოწერა.