"ძალიან დაემსგავსა დედას" - ნინი ბადურაშვილი შვილთან, ელენესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - კვირის პალიტრა

"ძალიან დაემსგავსა დედას" - ნინი ბადურაშვილი შვილთან, ელენესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს

მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილთან, ელენე კუტალაძესთან ერთად ესპანეთში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. დედა-შვილი მადრიდში მოგზაურობს და კადრებს მეგობრებსაც უზიარებს. ნინის გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ პატარა ელენე თანდათან უფრო ემსგავსება დედას.

ნინი ბადურაშვილმა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე 2012 წელს იქორწინა, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დაშორდა. ნინისა და ირაკლის ერთი საერთო შვილი, ელენე ჰყავთ, რომელიც სკოლის მოსწავლეა და, ცნობილი დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება.

marao.ge

ninibadura-1674471107.jpg