"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით არ ვეთანხმები... მაგრამ "ოცნებისტი" გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი" - რას წერს ალეკო ელისაშვილი? - კვირის პალიტრა

"ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით არ ვეთანხმები... მაგრამ "ოცნებისტი" გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულისამრევი" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა, გუ­შინ, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. კერ­ძოდ, "ალტ ინ­ფოს" ჟურ­ნა­ლის­ტის, ნა­თია ბე­რი­ძის მიერ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქტს.

"ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ერეკ­ლე მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი. უფრო მე­ტიც მისი დას­კვნე­ბი ერეკ­ლეს პრო­რუ­სუ­ლო­ბა­ზე არის ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, მცდა­რი და უგუ­ნუ­რიც კი. არა­ერთ ეთერ­ში მით­ქვამს მზად ვარ ვე­დე­ბა­ტო ამ თე­მა­ზე თქო, მაგ­რამ არც ერთ არხს ეს დე­ბა­ტე­ბი არ და­უ­გეგ­მავს. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად ვი­ღაც "ოც­ნე­ბის­ტი" გო­გოს უზ­რდე­ლო­ბა მა­მის ტოლა კაც­თან არის გუ­ლი­სამ­რე­ვი. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს სა­ზი­ზღა­რი ტე­ლე­ვი­ზია რომ იყო სა­ხე­ლი არც მახ­სოვს, ის კად­რუ­ლობ­და ასეთ ალის­ტრა­ხო­ო­ბას და ეგაა ზუს­ტად. გი­ლო­ცავთ ოც­ნე­ბას, თქვენ თქვე­ნი დე­და­ლი ალის­ტრა­ხო გყავთ! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაგ დე­დალ ალის­ტრა­ხოს ერეკ­ლე მე­ო­რე­ზე ნა­ხე­ვა­რი გვერ­დი არც აქვს წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ უზ­რდე­ლო­ბა­ში აშ­კა­რად ჩემ­პი­ო­ნია. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს არც არა­ფე­რი დაკ­ლე­ბია ამით, იმ უზ­რდელ­მა გო­გომ გვაჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე და "ოც­ნე­ბამ" კი­დევ დეგ­რა­და­ცი­ის ღრმა ტენ­დენ­ცია" - წერს ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს რო­გორ აყე­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფას ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ნა­თია ბე­რი­ძე.

კერ­ძოდ, ბე­რი­ძე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ეუბ­ნე­ბა:

"ბა­ტო­ნო ლე­ვან, მე უნდა მეთ­ქვა, რომ ერეკ­ლე გმი­რი იყო და თქვენ არა­კა­ცი ხართ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მეთ­ქვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით. მად­ლო­ბა და ნახ­ვამ­დის"

ambebi.ge