"ჩვენი გმირი დათიკო საქართველოში ბრუნდება" - რა ფოტოს აქვეყნებს ოჯახის ახლობელი?
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი მალე საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი - თეა ცხადაძე წერს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ოჯახს მხარში ედგა და საზოგადოებას დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებს აქტიურად აწვდიდა:
"ყველაზე ძლიერი ოჯახი. მეამაყებით.
მიხარია, რომ ძალიან მალე, ჩვენი გმირი დათიკო ბრუნდება საქართველოში.
წარმატებები, ჩემო გულო“, - წერს თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში.
ამჟამად დათი მშობლებთან ერთად გერმანიაში იმყოფება.