"არ ვიცი, რა პროფესიას აირჩევ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაღაცის დირექტორი იქნები" - რას წერს ნინი წიკლაური იუბილარ შვილზე?
მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და საქმიანობას იქ განაგრძობს, სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და პატარას დაბადების დღეს ულოცავს:
"ჩემი ილუშკა 3 წლისაა.
გაგიმარჯოს, დე!
სინამდვილეში, წინასწარ არ ვიცი, რა პროფესიას აირჩევ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაღაცის დირექტორი იქნები.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!".