"პრეპარატები, რომელიც დიდი დოზით გაუკეთდა, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს გამოიწვევდა" - კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს - კვირის პალიტრა

"პრეპარატები, რომელიც დიდი დოზით გაუკეთდა, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს გამოიწვევდა" - კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, 20 წლის ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის საქ­მე­ზე გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­მა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ი­ღო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მამ, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი ოჯა­ხის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად 17 იან­ვარს გახ­და ცნო­ბი­ლი.

დას­კვნა­ში, რო­მელ­საც გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, პრო­ფე­სო­რი, სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი, ექ­სპერ­ტი გია დე­კა­ნო­ზიშ­ვი­ლი აწერს ხელს, აღ­ნიშ­ნუ­ლია ვერც ერთი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი, პრე­პა­რა­ტე­ბის იმ დო­ზი­რე­ბით მი­ღე­ბას ვერ გა­უძ­ლებ­და, რა დო­ზი­თაც ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­უ­კე­თეს.

ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელს დიდი დო­ზით გა­უ­კეთ­და, სა­სუნ­თქ გზებ­ზე გარ­თუ­ლე­ბებს, სუნ­თქვის ცენ­ტრის დათ­რგუნ­ვას, კო­მას და ბი­ო­ლო­გი­ურ სიკ­ვდილს გა­მო­იწ­ვევ­და. "სამ­წუ­ხა­როდ, ვერ შევ­დი­ვარ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში და არ მაქვს უფ­ლე­ბა, ვიმ­სჯე­ლო ექიმ ნარ­კო­ლო­გის პო­ზი­ცი­ი­დან, თუ რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დო­ზებს და ამ პრე­პა­რა­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან კომ­ბი­ნი­რე­ბულ ურ­თი­ერთქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა რო­გორც და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შპს "აკად. ნ.ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის“ (რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო) პა­ცი­ენ­ტის ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში არ­სე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში და მიმ­დი­ნა­რე და­ნიშ­ნუ­ლე­ბებ­ში, მაგ­რამ რო­გორც კრი­მი­ნა­ლის­ტი, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფენ­ტა­ნი­ლის და მი­და­ზო­ლა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა თან პრო­პო­ფოლ­თან ჰა­რო­პე­რი­დოლ­თან მი­მაჩ­ნია ზე­დო­ზი­რე­ბად, რა­საც შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია გარ­თუ­ლე­ბე­ბი სა­სუნ­თქ გზებ­ზე.

მა­გა­ლი­თად, 31.08.21 გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 40 მლ ფენ­ტა­ნი­ლი - 20 ამ­პუ­ლა, 20 მლ - 10 ამ­პუ­ლა, 12 მლ - 6 ამ­პუ­ლა და მი­და­ზო­ლა­მი 9მლ - 6 ამ­პუ­ლა, 15 მლ - 5 ამ­პუ­ლა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამას თუ და­ე­მა­ტე­ბა სხვა სე­დას­ტი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი, უკვე სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო დო­ზად მი­მაჩ­ნია.

01.09.21. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 40 მლ ფენ­ტა­ნი­ლი - 20 ამ­პუ­ლა და მი­დო­ზალ­მი - 9მლ-3 მპუ­ლა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 4-ჯერ, ამას თუ და­ე­მა­ტე­ბა სხვა, სე­დას­ტი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო დო­ზად მი­მაჩ­ნია.

ასე­ვე, 03.09.21. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 40 მლ ფენ­ტა­ნი­ლი - 20 ამ­პუ­ლა და მი­და­ზო­ლა­მი - 15 მლ - 5 ამ­პუ­ლა. ამას თუ და­ე­მა­ტე­ბა სხვა, სე­დას­ტი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო დო­ზად მი­მაჩ­ნია.

იგი­ვე დო­ზე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი 04.09.21. ფენ­ტა­ნი­ლი - 40 მლ - 20 ამ­პუ­ლა, ხოლო მი­და­ზო­ლა­მი - 21 მლ - 5 ამ­პუ­ლა.

05.09.21. ფენ­ტა­ნი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 30 მლ - 15 ამ­პუ­ლა, ხოლო მი­და­ზო­ლა­მი - 21 მლ - უკვე 7 - ამ­პუ­ლა, დღის გნამ­ვლო­ბა­ში 2-ჯერ, 2:00 სა­ათ­ზე და 9:00 სა­ათ­ზე.

05.09.21 ფენ­ტა­ნი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია 20 მლ - 10 ამ­პუ­ლა, ხოლო მიდ­ზო­ლა­მი - 30 მლ - უკვე 10 ამ­პუ­ლა, დღის გნამ­ვლო­ბა­ში 2-ჯერ, 2:00 სა­ათ­ზე და 9:00 სა­ათ­ზე. ასე, მი­ყოლ­ლე­ბით, 07.09.21 წლი­დან 10.09.21 წლამ­დე. მი­თუ­მე­ტეს იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­წყე­ბუ­ლია 19.08.21-წლი­დან.

ჩემი, რო­გორც ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბით, ვერც ერთი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ამ დო­ზი­რე­ბით მი­ღე­ბას ვერ გა­უძ­ლებ­და, გა­მო­იწ­ვევ­და სა­სუნ­თქ გზებ­ზე გარ­თუ­ლე­ბებს, სუნ­თქის ცენ­ტრის დათ­რგუნ­ვას, კო­მას და ბი­ო­ლო­გი­ურ სიკ­ვდილს“, - ნათ­ქვა­მია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 2021 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, "რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მამა ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად 24 იან­ვარს, 12:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან აქ­ცი­ას გა­მარ­თავს.