"შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენ მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს" - რას აცხადებს ერდოღანი - კვირის პალიტრა

"შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენ მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს" - რას აცხადებს ერდოღანი

შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის განცხადება სტოკჰოლმში რამდენიმე დღის წინ ქურთი მომიტინგეების მიერ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვას მოჰყვა.

„შვედეთი არ უნდა მოელოდეს ჩვენგან ნატო-სთან დაკავშირებით მხარდაჭერას. გასაგებია, რომ ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოს წინ ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მათ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენგან კეთილგანწყობას ვეღარ დაელოდება”, - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაგრამ მას გაწევრიანებისთვის ალიანსის ყველა წევრის, მათ შორის თურქეთის, მხარდაჭერა სჭირდება.

IPN