კიდევ ერთი ქართველი ზელენსკის სანქცირებულთა სიაში - ვინ არის და რას საქმიანობს ვახტანგ ყიფშიძე - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი ქართველი ზელენსკის სანქცირებულთა სიაში - ვინ არის და რას საქმიანობს ვახტანგ ყიფშიძე

უკრაინის პრეზიდენტის 23 იანვრის ბრძანებით, სანქცირებულთა ახალი 22-კაციანი სია გამოქვეყნდა, რომელშიც ერთი, წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე ვახტანგ ყიფშიძეა.

ახალ სასანქციო სიაში მოხვდა რუსეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებული 22 პირი, მათ შორის, პატრიარქ კირილეს ძმისშვილი მიხეილ გუნდიაევი. ის არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიების მსოფლიო საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში.

ვინ არის ვახტანგ ყიფშიძე

ვახტანგ ყიფშიძე 1981 წელს მოსკოვში დაიბადა და ამჟამად რუსეთის ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების უფროსი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელია.

ვახტანგ ყიფშიძემ 2004 წელს დაამთავრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის (МГИМО) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. იმავე წელს შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილებას.

მონაწილეობდა ევროპის ეკლესიების კონფერენციის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, რელიგიების მსოფლიო კონფერენციის მშვიდობისთვის, ევროპის საბჭოს, იუნესკოს, ეუთოს და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ის იყო OSCE/ODIHR-ის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ექსპერტთა ჯგუფის წევრი. გააგრძელეთ კითხვა