"17 წლის ანგელოზი გოგონა, ვიღაც 19 წლის ბიჭის თავზეხელაღებულ "დრიფტაობას" შეეწირა... ეს ტრაგედია არ გვაკმარეს და სიცრუეს ავრცელებენ" - რას წერენ "ლილო არენასთან" მომხდარ ავარიაზე - კვირის პალიტრა

"17 წლის ანგელოზი გოგონა, ვიღაც 19 წლის ბიჭის თავზეხელაღებულ "დრიფტაობას" შეეწირა... ეს ტრაგედია არ გვაკმარეს და სიცრუეს ავრცელებენ" - რას წერენ "ლილო არენასთან" მომხდარ ავარიაზე

"ლილო არე­ნას­თან" მომ­ხდარ ავა­რი­ას 17 წლის მა­რი­ამ ბა­და­ლაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ა­მი თა­ვის სამ მე­გო­ბა­თან ერ­თად ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მძღო­ლი, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, "დრიფ­ტა­ობ­და" და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი, რომ თით­ქოს მა­რი­ა­მი თა­ვად "დრიფ­ტა­ობ­და", სიც­რუ­ეა.

"აღარ გვყავს ჩვე­ნი ციმ­ცი­მა ან­გე­ლო­ზი მა­რი­ამ ბა­და­ლაშ­ვი­ლი, ეს ლა­მა­ზი, 17 წლის ან­გე­ლო­ზი გო­გო­ნა ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლის ბავ­შვია. იგი გუ­შინ ლი­ლო­ში ვი­ღაც 19 წლის ბი­ჭის თა­ვაშ­ვე­ბულ და თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ მან­ქა­ნით დრაფ­ტა­ო­ბას შე­ე­წი­რა. მა­რი­ა­მი და მისი სამი მე­გო­ბა­რი სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ამ დროს გა­მო­ვარ­და ვი­ღაც თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი მძღო­ლი, და­აბზრი­ა­ლა მან­ქა­ნა და გო­გო­ნებს მთე­ლი ძა­ლით შე­მო­არ­ტყა ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა მხა­რე. ჩვე­ნი მა­რი­ა­მი სას­ტი­კად და­ლე­წა და იგი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არის ის სამი გო­გო­ნაც. სჭირ­დე­ბათ რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ასე მოგ­ვიკ­ლეს ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სით­ბო­თი სავ­სე მა­რი­ა­მი, რო­მელ­საც მისი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ციმ­ცი­მა ან­გე­ლოზს ვე­ძახ­დით.

ეს ტრა­გე­დი­აც არ გვაკ­მა­რეს და ზო­გი­ერ­თი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, უსირ­ცხვი­ლოდ ავ­რცე­ლებს სიც­რუ­ეს, თით­ქოს მა­რი­ა­მი თა­ვად დრაფ­ტა­ობ­და. გრცხვე­ნო­დეთ!

არა, ბა­ტო­ნე­ბო, მა­რი­ა­მი და მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ხა­ნა­გის და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუქ­რის სა­ყიდ­ლად იყ­ვნენ ლი­ლო­ში და შემ­დეგ ფეს­ტი­ვალ­ზე შე­ვიდ­ნენ. სწო­რედ, ფეს­ტივ­ლი­დან გა­მო­სუ­ლებს გა­ჩე­რე­ბა­ზე და­ე­ჯა­ხა ნა­ძი­რა­ლა მძღო­ლი, და აქვე ვი­ტყვი იმა­საც, რომ არც ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია არ გა­ა­შუ­ქა! ის­მის კი­თხვა, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ იმ მკვლე­ლი ბი­ჭის ოჯა­ხი ვინ­მე დიდი ბო­ბო­ლაა თუ უბ­რა­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან, ან ვინ­მე ცნო­ბა­დი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი არ არი­ან და მათი ტრა­გე­დია ტრა­გე­დი­ად არ აღიქ­მე­ბა?!

სა­მა­გი­ე­როდ, ტე­ლე­ვი­ზე­ბი სე­რი­ულ მკვლე­ლებს ლა­მის ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვე­ბად წარ­მო­ა­ჩე­ნენ... გრცხვე­ნო­დეთ..." - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" მარი­ამ თო­ღუ­ზაშ­ვი­ლი. (წყარო)