"პრო­თე­ზი გამ­ზა­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ ბავ­შვი ჯერ ვერ ხმა­რობს" - დათი საქართველოში ბრუნდება - რას ჰყვება დედა? - კვირის პალიტრა

"პრო­თე­ზი გამ­ზა­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ ბავ­შვი ჯერ ვერ ხმა­რობს" - დათი საქართველოში ბრუნდება - რას ჰყვება დედა?

8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მძი­მე ავა­რი­ის შემ­დეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის დღემ­დე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობს. ყვე­ლამ გულ­თან მი­ი­ტა­ნა შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი. დათი ჯერ ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლობ­და, ახლა გერ­მა­ნი­ა­ში გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს და უკვე ცნო­ბი­ლია, რომ დათი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა და ამ დღე­ებ­ში ის თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, 2 თე­ბერ­ვალს, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს, შინ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შეხ­ვდე­ბა. რო­გო­რია დღეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამ დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად და­თის დე­დას, ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- ქრის­ტი­ნე, რო­დის ბრუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ამ ეტაპ­ზე მზად ვართ წა­მო­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრო­თე­ზი გამ­ზა­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ ბავ­შვი ჯერ ვერ ხმა­რობს, რო­გორც გვი­თხრეს, თვე­ე­ბია სა­ჭი­რო ან შე­იძ­ლე­ბა წე­ლიც დას­ჭირ­დეს, რომ ადაპ­ტა­ცია გა­ი­ა­როს. პირ­და­პირ ჭრი­ლო­ბა­ზე მაგრდე­ბა პრო­თე­ზი, ჯერ კა­ნიც არ არის ბო­ლომ­დე შე­ხორ­ცე­ბუ­ლი, კანი ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლია, ისევ თხე­ლი ფე­ნაა, ნაწ­ლა­ვიც ხომ გა­რეთ გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს, ამი­ტომ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ბავ­შვის­თვის პრო­თე­ზის მორ­გე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უშ­ლის, რომ შე­გუ­ე­ბის პრო­ცე­სი სწრა­ფად წა­ვი­დეს.

კლი­ნი­კა­ში კი არ­გე­ბენ და პა­რა­ლე­ლურ ჯო­ხებ­ზე ასე თუ ისე ცდი­ლობს გა­ი­ა­როს, მაგ­რამ როცა სახ­ლში მოგ­ვაქვს პრო­თე­ზი, ჩვენ უკვე ვე­ღარ ვარ­გებთ. სი­ა­რუ­ლის დროს ხან გა­ეჭ­რე­ბა კანი და სის­ხლი მოს­დის, ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. იქ გვი­თხრეს, ჯერ უნდა გა­ი­ა­როს საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა, რომ შე­ე­გუ­ო­სო. ბავ­შვი მო­მა­ტე­ბუ­ლია წო­ნა­შიც, თუმ­ცა ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია მისი ორ­გა­ნიზ­მი და ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა დრო, რომ ძალა მო­იკ­რი­ბოს, მოძ­ლი­ერ­დეს...

- თბი­ლის­ში კლი­ნი­კა ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი დაგ­ჭირ­დე­ბათ?

- რომ ჩა­მო­ვიყ­ვანთ, გვინ­და, რო­მე­ლი­მე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში ვა­ტა­როთ. ჯერ მთა­ვა­რია ცოტა მოძ­ლი­ერ­დეს მისი ორ­გა­ნიზ­მი, ამის მერე იმა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რომ გახ­დეს. ალ­ბათ მერე დი­ე­ტა­ზეც გა­და­ვიყ­ვანთ. ცოტა რომ გახ­დე­ბა, მერე უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა მის­თვის სი­ა­რუ­ლი. ჯერ ვერ და­დის. გვე­გო­ნა გა­ივ­ლი­და, მაგ­რამ 5-10, მაქ­სი­მუმ 15 წუთი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­როს, ისიც შეს­ვე­ნე­ბე­ბით... იმა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ეს პრო­ცე­სი, ვიდ­რე გვე­გო­ნა, მაგ­რამ ნელ-ნელა უნდა შე­ვაჩ­ვი­ოთ. ექი­მე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან იმით, რა შე­დე­გიც დღეს არის, ბავ­შვი როცა ნა­ბიჯს დგამს, პრო­თეზს გრძნობს და ამ­ბო­ბენ, მთა­ვა­რი სწო­რედ ეს არის, რომ პრო­თეზს გრძნობ­სო, ასე უნდა მი­ეჩ­ვი­ოს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კანი ბო­ლომ­დე უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და სი­ა­რუ­ლის დროს არ ეტ­კი­ნოს.

აწიც ბევ­რი რამ ისევ და­თი­კო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ ეს უნდა შევ­ძლოთ. გვჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და დათი შეძ­ლებს სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას.

- დათი ემ­ზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სას­ვლე­ლად?

- ერთი სული აქვს, რო­დის ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლა ენატ­რე­ბა და რომ იცის, ძა­ლი­ან ელო­დე­ბი­ან, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და დიდი სი­ხა­რუ­ლით, ეს მის­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა. ამი­ტომ ერთი სული აქვს ჩა­მო­ვი­დეს. ძა­ლი­ან დიდი ძალა და მო­ტი­ვა­ცი­აა მის­თვის ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა და უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც სულ ვგრძნობთ. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გვერ­დში დგო­მას და­თი­კო ძა­ლი­ან აფა­სებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. და­თი­კომ იცის, რომ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს არ უნდა გა­უც­რუ­ოს იმე­დი. ეს გან­წყო­ბა ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ­ბობ­და, მინ­და ჩემი რკი­ნის ფე­ხით ჩა­მო­ვი­დეო. მაგ­რამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჭრი­ლო­ბა­ზე მოხ­და პრო­თე­ზის და­მაგ­რე­ბა და ეს ვერ შეძ­ლო ჯერ.

ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, მათ მინ­და ვუ­თხრა, რომ მაქ­სი­მუმ 2 კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბით. ზუსტ დღეს ჯერ ვერ ვამ­ბობ, რად­გან ჯერ ბი­ლე­თი არ შეგ­ვი­ძე­ნია.

2 თე­ბერ­ვალს და­თის და­ბა­დე­ბის დღეა და ძა­ლი­ან გვინ­დო­და ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლი­ყო და ვცდი­ლობთ ამას, ვნა­ხოთ, ჯერ არ ვი­ცით ზუს­ტად. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ისევ გრძელ­დე­ბა, დავ­დი­ვართ კლი­ნი­კა­ში.

ნაწ­ლა­ვი რომ გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და ბავ­შვს, ეს ხელს უშ­ლის და ამი­ტომ არ კი­დებ­და ხელს არა­ვინ, ამე­რი­კა­შიც კი უარი გვი­თხრეს. ნაწ­ლავს სა­ნამ არ ჩა­აბ­რუ­ნებთ უკან, ისე ვერ გა­ვუ­კე­თებთ ვე­რა­ფერ­სო. საკ­მა­ოდ რთუ­ლია ნაწ­ლავ­თან ერ­თად პრო­თე­ზი მო­არ­გო.

- არ შე­იძ­ლე­ბა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­კეთ­დეს? გააგრძელეთ კითხვა