"ეს ტყუილია" - რას აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში მაგდა პაპიძის ქორწინების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?
ორი დღეა მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ინფორმაცია, რომ თითქოს ციხეში უვადო პატიმრობამისჯილი მაგდა პაპიძე თავის თანაკლასელზე დაქორწინდა.
ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მტკიცებით, ეს ინფორმაცია მათ პაპიძის ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.
ambebi ge შეეცადა ეს ინფორმაცია გადაემოწმებინა პენიტენციურ დაწესებულებაში.
იქ გავრცელებული ამბავი კატეგორიულად უარყვეს და გვითხრეს, რომ ეს სიცრუეა.
"მსგავსი რამ არ მომხდარა, ეს ტყუილია", - ამბობენ უწყებაში.
კანონით ქორწინების უფლება ყველა ადამიანს აქვს, როგორც თავისუფლებაში მყოფს, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, მათ შორის უვადო პატიმრობა მისჯილსაც. პატიმრობა არ კრძალავს ქორწინებას, მაგრამ თუ პატიმრობაში მყოფი პირი ქორწინდება, ასეთ დროს დაინტერესებული მხარე მიმართავს იუსტიციის სახლს განცხადებით, იქ ხდება ქორწინების დარეგისტრირების მოთხოვნა. რაც შეეხება საქორწინო ხელის მოწერას, როცა ხელს მსჯავრდებული აწერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც იხდის მსჯავრდებული პატიმრობას, იწვევენ ქორწინების სახლიდან წარმომადგენელს და შეხვედრების ოთახში ხდება ქორწინების რეგისტრაციის დადასტურება. ასეთ დროს ბუნებრივია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედის პირი, რომელიც ქორწინდება მსჯავრდებულზე და ფორმდება ქორწინება. (გააგრძელეთ კითხვა)