ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნეპალში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიშიც კი იგრძნობოდა.

Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 300 კილომეტრის მოშორებით, 25 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.